ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა
საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, საქართველოს 7-8 სექტემბერს ესტუმრება ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. 7 სექტემბერს, გენერალური მდივანი თბილისში გაუძღვება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
8 სექტემბერს, თბილისში, ნატოს ელჩები და გენერალური მდივანი ასევე შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და პარლამენტის წევრებს. მათ ექნებათ შეხვედრები საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთანაც. ნატოს ელჩები შეხვდებიან ასევე ოპოზციური პოლიტიკური ძალების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ვიზიტის დროს ნატოს გენერალური მდივანი სპეციალური მოხსენებით წარსდგება ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
წყარო: http://www.nato.int/cps/en/natohq/news_134487.htm?selectedLocale=en&mode=pressrelease