აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია

თავდაცვა და უსაფრთხოება: სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმაგიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერეს თავდაცვისა და უშიშროების სფეროში ურთიერთობებისგაღრმავების მემორანდუმს. ეს მემორანდუმი ადასტურებს და აფართოებს თავდაცვისა და უსაფრთხოებისსფეროში ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, სამხედრო დაუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებებით.
ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა: სახელმწიფო მდივანმა კერიმ გამოაცხადა, რომ დაიწყება 15 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ხუთწლიანი ეკონომიკური დახმარების პროგრამა, რომლის ადმინისტრირებასაც მოახდენს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროგრამა ქართველ ბიზნესმენებს უნარ-ჩვევების განვითარებაში, ხოლო სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება.პროგრამის მთავარი ბენეფიციარები იქნებიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ასევე აფხაზეთისადა სამხრეთ ოსეთის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებიმოსახლეობა.
დემოკრატია და თვითმმართველობა: სახელმწიფო მდივანმა კერიმ განაცხადა, რომ დაიწყება ერთიმილიონი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების პროგრამა, რომლის საშუალებითაც აშშ-ს შრომისდეპარტამენტი თავის წვლილს შეიტანს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის გახორციელებაში. ეს პროგრამა მიმართულია შრომის კანონმდებლობის შესრულებისათვის საჭირო საქართველოს მთავრობისშესაძლებლობების გაუმჯობესებისაკენ. აღნიშნული დაფინანსება დაემატება აქამდე უკვე გამოყოფილ ორი მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონტრიბუციას.
ხალხთაშორისი ურთიერთობები: სახელმწიფო მდივანმა კერიმ და პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა გაასაჯაროეს ახლად ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი აშშ-სა და საქართველოს შორის, რომლის მიხედვითაც მოხდება საქართველოს ფულბრაიტის პროგრამის თანადაფინანსება. აშშ-ს მთავრობამ2016 წელს დააფინანსა სამი ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდიანტი; ამ ახალი შეთანხმების პირობებისთანახმად, აშშ და საქართველო აორმაგებენ იმ ქართველ სტუდენტთა რაოდენობას, რომლებიც მიიღებენფულბრაიტის სტიპენდიას ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად.