ნატოს გენერალური მდივანი: საქართველო უახლოვდება ალიანსს

სტოლტენბერგმა ყურადღება გაამახვილა ასევე ნატოს მხარდაჭერაზე საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით: ”ბოლო ორი წელია ჩვენ ვახორციელებთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტსმიმართულს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისაკენ, და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.” მან აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი თბილისში უკვე ფუნქციონირებს და ერთობლივი წვრთნები უკვე დაწყებულია. მან დაამატა ისიც, რომ ნატოს 30 ექსპერტი ეხმარება საქართველოს მიმდინარე სამხედრო რეფორმებში. “ვარშავის სამიტზე, მომავალ თვეს, ჩვენ კიდევ გავაძლიერებთ საქართველოსადმი ალიანსის დახმარების პაკეტს”, განაცხადა სტოლტენბერგმა.
მოლაპარაკებების დროს, გენერალურმა მდივანმა და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ისაუბრეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცების საქმეში მიღწეულ პროგრესზე, და მიმდინარე რეფორმებზე კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროში. ბატონი სტოლტენბერგი მიესალმა საქართველოში კვლავაც მიმდინარე დამატებით რეფორმებს და ხაზი გაუსვა იმას, რომ ნატო კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ალიანსთან დასაახლოებლად.