ნატომ და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბალტიისპირეთის რეგიონში საჰაერო წვრთნის შესაძლებობების გასაფართოებლად
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ შეხვდა ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის თავდაცვის მინისტრებს სამშაბათს (14 ივნისი) და ხელი მოაწერა შეთანხმებას საჰაეროს სივრცის მენეჯმენტის მოდალურობებზე. შეთანხმების მიზანია ბალტიის ზღვის რეგიონში ნატოს საჰაერო საპოლიციო მისიისა და სხვა საჰაერო აქტივობების მხარდაჭერა.
ხელმოწერის ცერემონიისას ბ-მა ვერშბოუმ აღნიშნა, რომ ნატოსა და ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას შორის დადებული ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს უფრო მეტი საჰაეროს წვრთნისჩატარებას ბალტიის რეგიონში. მან დაამატა, რომ ეს ნაბიჯი აშკარად ადასტურებს იმას, რომ ალიანსის მიერ ნატოს ქვეყნებისა და მოსახლეობის დაცვაზე აღებული პასუხისმგებელობაკვლავაც შესრულდება.
ახლა ხელმოწერილი შეთანხმება აუმჯობესებს ასევე სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციას, რაც უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენებას. ის შეიცავსყოვლისმომცველი დებულებების კრებულს ნატოს საჰაერო საპოლიციო მისიის შესასრულებლად, და ამასთან ითვალისწინებს საჰაერო სივრცის მართვის ეროვნული რეგულაციებისგანვითარებას ბალტიისპირეთის ამ სამ ქვეყანაში.