ა.წ. 26-27 აპრილს, ბერლინში გაიმართა გერმანულ-ქართული სტრატეგიული ფორუმის მეხუთე ყოველწლიური სხდომა. ფორუმში ორივე მხრიდან მონაწილეობდნენ მაღალი რანგის თანამდებობის პირები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. სხვა მოხსენებლებთან ერთად, სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ კონრად ადენაუერის ფონდის გენერალური მდივანი მიხაილ თილენი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი რალფ ბრაუკსიპე, ფედერალური კანცლერის აპარატის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის კურატორი განყოფილების ხელმძღვანელი კნუტ აბრაჰამი, გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის პროგრამის ხელმძღვანელი შტეფან მაისტერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი გაბაშვილი, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით სიხარულიძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია და სხვანი.
ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიების მთავარ თემებს წარმოადგენდა გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის სტრატეგიული პერსპექტივები, გერმანიის ჩართულობა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისა და შესაბამისი რეფორმების გახორციელების პროცესში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში.
ფორუმი 2012 წელს დაარსეს და მისი უცვლელი ორგანიზატორები არიან კონრად ადენაუერის ფონდი და საქართველოს ატლანტიკური საბჭო. ფორუმის ფარგლებშიგანიხილება ევროპული უსაფრთხოების, საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული მიმართულებების, ეკონომიკური თანამშრომლობისგაღრმავების და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები.
ფორუმის მიზანია ორივე მხარისათვის აქტუალური საკითხების არაოფიციალურ ვითარებაში განხილვის ხელშეწყობა, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზეპოზიციების ერთმანეთისთვის ზედმეტი ფორმალიზმის გარეშე გაზიარება და შესაბამისი პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება.
ყოველწლიურ სხდომებში მონაწილეობას იღებენ საქართველოს და გერმანიის მთავრობების, პარლამენტის, არასამთავრობო და აკადემიური სფეროსწარმომადგენლები.