შვედეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ არ გვაინტერესებს მოსკოვის აზრი შვედეთის ნატოში გაწევრიანებიაზე

ლიოფვენმა მიანიშნა, რომ რუსი მინისტრის სიტყვები „აბსოლუტურად გამოუსადეგარია“, რადგან არავინ ინტერესდება მოსკოვის პოზიციით ამ საკითხის მიმართ.
“შვედეთში ჩვენ თავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ ჩვენს გადაწყვეტილებებს იმავე პატივისცემით მოეპყრონ, როგორც ჩვენ ვეპყრობით სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებს,” განცხადა შვედეთის ლიდერმა.
სერგეი ლავროვმა, 28 აპრილს Dagens Nyheter-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კრემლი შვედეთის ნატოში შესაძლო გაწევრიანებას მის ჩრდილოეთ საზღვრებთან სამხედრო-ტექნიკური ზომების გახორციელებით უპასუხებს. ლავროვმა აქვე დაამატა, რომ რუსეთი არ განიხილავს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, როგორც რუსეთის ფედერაციაზე შეტევას.