საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ რომ ნატომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს სამეზობლო სტაბილურობისთვის

მინისტრებმა განიხილეს ალიანსის მხარდაჭერა პარტნიორებისათვის სამხრეთითა და აღმოსავლეთით, დანატოს დახმარების გადიდების კონკრეტული ასპექტები. მიმდინარე ინიციატივები მოიცავს: ასეულობით ერაყელი ოფიცერის წვრთნას იორდანიაში; კიბერუსაფრთხოების პროექტებს იორდანიასთან; და სპეციალური ძალების წვრთნისა შესაძლებლობების განვითარებისა და ეროვნული დაზვერვის ცენტრის შექმნის პროექტებსტუნისისთვის. აღმოსავლეთით კი ნატო ეხმარება შეასძლებლობების განვითარებაში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, ამასთან ეხმარება უკრაინას მიმდინარე რეფორმების გახორციელებაში.
გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ის გააგზავნის „შემფასებელ ჯგუფს ერაყშია უახლოეს მომავალში“, როგორც ეს პრემირ-მინისტრმა ალ-აბადიმ ითხოვა ნატოს დამხარებით გახორციელებული წვრთნების გასაფართოებლად. მინისტრებმა ასევე იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება ალიანსი დაეხმაროს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის გლობალურ კოალიციას, მათ შორის ავაქსის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავების საშუალებით.