რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკვანძო ობიექტი ამუშავდა
რუმინეთის ქალაქ დევესელუში, 2016 წლის მაისს გამართულ ცერემონიაზე ოფიციალურად გამოცხადდა აშშ-სრაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ამოქმედების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ნატოს ევროპელი მოკავშირეების ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვას.
“დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ნატოსა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის,” განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრ დასიან ციოლოსთან და აშშ-სთავდაცვის მდივნის მოადგილე რობერტ ვორკთან ერთად მოწყობილ პრსეკონფერენციაზე. ბ-მა სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ობიექტის ამოქმედება “წარმოადგენს ევროატლანტიკურ სივრცის გარეთ ბალისტიკური რაკეტების გავრცელებიდან მომავალი საფრთხეებიდან ევროპელი მოკავშირეების დაცის შესაძლებლობის მნიშვნელოვან გაზრდას”.
პირველი ასეთი ტიპის სახმელეთო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის დამონტაჟება მიზნად ისახავს აღმოაჩინოს, თვალყური ადევნოს და გაანადგუროს ბალისტიკური რაკეტები მათი ატმოსფეროს გარეთფრენის მონაკვეთში. აეგის აშორად („Aegis Ashore“) სახელწოდებული ბაზა იყენებს ტექნოლოგიას, რომელიც თითქმის იდენტურია ამერიკის სისტემისა, რომელსაც ის აშშ-ს აეგის ტიპის ხომალდებზე იყენებს.
“ნატოელი მოკავშირეებისთვის ევროატლანტიკური სივრცის გარედან მომავალი რაკეტების საფრთხერეალურია”, განაცხადა გენერალურმა მდივანმა. “რამდენიმე ქვეყანა ცდილობს განავითაროს ან შეიძინოს ისინი. ჩვენი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროგრამა წარმოადგენს გრძელვადიან ინვესტიციას ამგრძელვადიანი საფრთხის წინააღმდეგ”. მან დაამატა, რომ ნატოს ბალისტიკური დაცვის სისტემა მხოლოდთავდაცვითი ხასიათისაა და არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ.
დევესლუში ამოქმედებული ეს ობიექტი არის ნაწილი უფრო დიდი გეგმისა, რომელიც მიმართულიაევროპელი მოკავშირეების ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვისაკენ. სხვა კომპონენტები მოიცავენ რადარებისობიექტს თურქეთში, აშშ-ს ოთხ ანტისარაკეტო გამანადგურებელს ესპანეთში და შტაბბინებს რამშტეინში, გერმანიაში. დანია და ნიდერლანდები აუმჯობესებენ თავიანთი ფრეგატების სარადარო შესაძლებლობებს. ამერიკის შეერთებული შტატები ასევე დაიწყებს მეორე სახმელეთო რაკეტების ობიექტიის შექმნას პოლონეთში, პარასკევს (13 მაისს), რომელიც ამოქმედდება 2018 წელს.
ხუთშაბათს, გენერალური მდივანი სტოლტენბერგი რუმინეთის პრეზიდენტს კლაუს იოჰანისს შეხვდა. საუბრის თემა შეეხებოდა რეგიონის უსაფრთხოებას და მზადებას ივლისის ნატოს ვარშავის სამიტისთვის.
სტოლტენბერგი რუმინეთის თავდაცვის მინისტრ მინეა მოტოკთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ლაზარ კომანესკუსთან ერთად ასევე ეწვია ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულების მრავალეროვნულ შტაბბინას ბუქარესტში.