ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე: სტაბილურობა შავ ზღვაზე ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია

ალექსანდრ ვერშბოუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე გამოწვევა – უფრო აგრესიული რუსეთი დაარასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში – ძალიან მაღალი ალბათობით შევა ნატოსვარშავის ივლისის სამიტის დღის წესრიგში, სადაც ალიანსმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებანი კოლექტიურითავდაცვისა და შეკავების შემდგომ გაძლიერებაზე.
“ჩვენ უკვე გავატარეთ მთელი რიგი ზომები ჩვენი აღმოსავლეთ მოკავშირეების მხარდასაჭერად, რომლებიც შეკავების მნიშვნელოვანი ეფექტის მქონენი არიან“, განაცხადა მან. “ეს არის AWACS-ის ტიპის ხომალდების სადაზვერვო ფრენები და ნატოს საზღვაო პატრულის გააქტიურება შავ ზღვაზე. ევროპის მხარდაჭერის ინიციატივისა (European Reassurance Initiative) ფარგლებში, აშშ გეგმავს სწავლებებისა და წვრთნების მასშტაბის გაზრდას ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, და უკვე განლაგებული შეიარაღებისა და ტექნიკის – ბულგართისა და რუმინეთის ჩათვლით – რიცხვის გაზრდას,”- დაამატა მან.
ალექსანდრ ვერშბოუ მიესალმა ბულგარეთის მთავრობის ბოლო განცხადებას გაზარდოს და მოდერნიზებამოახდინოს ბულგარეთის საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობების. მან დასძინა, რომ თავდაცვითი ხარჯრბის გაზრდასთან ერთად, მოკავშირეებმა ასევე უნდა უზრუნველყონ საერთო საფრთხეების წინააღმდეგ თავიანთ სამხედროებს შორის თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლება.
“მოკავშირეებს შორის თანამშრომლობა - განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონის წევრი მოკავშირე ქვეყნებისბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის, და ასევე აშშ-ს ჩართულობა ამ ფორმატში, იქნება საკვაძო მნიშვნელობის იმ უსაფრთხოების გამოწვევების გასამკლავებლად, რომლებიც დგანან ჩვენს წინაშე“, დასძინამან.
პარასკევს (22 აპრილი), ბატონი ვერშბოუ შეხვდა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დენიელ მიტოვსა და თავდაცვის მინისტრ ნიკოლაი ნენჩევს.