ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდგომ კომენტარებში ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას

ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე ნატოელმა მოკავშირეებმა ცალსახად განაცხადეს, რომ ისინი მტკიცედუჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. “მოკავშირეები არ აღიარებენრუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას. ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლისშეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევების ზრდა ძალზედ შემაშფოთებელია. ასევე შეშფოთებას იწვევს ბოლო ინციდენტი, რომლის დროსაც დარღვევები გახორციელდა ეუთოს დამკვირვებელთა მიმართ“, აღნიშნა ბ-მასტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა დაამატა, რომ ” ნატო-რუსეთის საბჭოს ყველა 29 წევრი დღეს შეთანხმდა, რომსაჭიროა მინსკის შეთანხმების სრული და სწრაფი გახორციელება”.
გამჭვირვალობა და რისკის შემცირება ასევე წარმოადგენდა ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში განხილვის ერთ-ერთ თემას. ნატოელმა მოკავშირეებმა შეშფოთება გამოთქვეს გასულ კვირას, ბალტიის რეგიონშიმომხდარ ინციდენტებზე, რომლებშიც ფიგურირებდნენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები. “მნიშვნელოვანია განვიხილოთ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობა დაპროგნოზირებადობა. ეუთოში, ნატოელი მოკავშირეები და რუსეთი შეთანხმდნენ ევროპაში სამხედროსაქმიანობის წარმოების წესებზე, მათ შორის სადამკვირვებლო ვიზიტებსა და წვრთნების წინასწარ ნოტიფიცირებაზე. ეს წესები დაცულ უნდა იქნან“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ნატო-რუსეთის საბჭოს დღის წესრიგში მესამე პუნქტი იყო ავღანეთი. ბატონმა სტოლტენბერგმა ხაზგასმითაღნიშნა, რომ ნატო განაგრძობს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მტკიცე მხარდაჭერას. “ყველა ქვეყანამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ავღანეთის მხარდაჭერის საქმეში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ამ ქვეყანის სტაბილურობა და უსაფრთხოება”, განაცხადა მან.