გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ კიევის უსაფრთხოების ფორუმზე უკრაინისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა

გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ნატო “არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ ყირიმის სამხედრო ოკუპაციას”. “ნატო დგას უკრაინის გვერდით და იცავს მის უფლებას იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული ერი,” განაცხადა ბ-მა ვერშბოუმ.
მან ასევე აღნიშნა აშკარა საჭიროება, იმისა, რომ უკრაინამ გაითავისოს ნატოს სტანდარტები და განაცხადა, რომ ეს არ არის “უბრალოდ ტექნიკური საკითხი“. “სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე და დემოკრატიული ზედამხედველობა უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორზე არიან მნიშვნელოვანი, ურთიერთდაკავშირებული პრინციპები, რომელთაც ყველა ნატოელი მოკავშირე იზიარებს. ეს ის პრინციპებია, რომელნიც უკრაინამ უნდა დაამკვიდროს საკუთარი ქმედებების სახელმძღვანელო, შეუქცევად პრინციპებად საკუთარი ინსტიტუციური მოწყობის ჩარჩოში”, განაცხადა მან.
გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ ნატო განაგრძობს უკრაინის რეფორმების მხარდაჭერას. “ჩვენ პოლიტიკურ მხარდაჭერას ვამყარებთ პრაქტიკული დახმარებით, რომელსაც ახორციელდებს კიევში ნატოს მრჩეველთა მისია და რომელიც ეხმარება უკრაინის მხარეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში ყოვლისმომცველი რეფორმის გატარებაში“. ნატო უკრაინას ეხმარება ასევე შესაძლებლობების განვითარების მხარდამჭერი ნდობის ფონდების საშულებით და წლიური ეროვნული პროგრამის მეშვეობით, რომელიცროგორც თავდაცვის ძალებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას, ასევე კორუფციის დაძლევისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისაკენ მიმართულ რეფორმას მოიცავს.
“უკრაინის ლიდერებმა დასახეს ევროატლანტიკური ღირებულებებისა და სტანდარტების დაცვისაკენ მიმართული ამბიციური კურსი; მათ ახლა შესაბამისი შედეგები უნდა აჩვენონ. იგივე გვევალება ჩვენ. მოკავშირეები კვლავაც გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას ნატოსა და ორმხრივ ურთიერთობების საშუალებით. ჩვენ კიდევ უფრო ვაუმჯობესებთ ჩვენს შიდაკოორდინაციას, რათა ყველა ჩვენ ხელთ არსებული, უკრაინისათვის ხელმისაწვდომი რესურსი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული“, განაცხადა მან.
ბატონმა ვერშბოუმ აღნიშნა, რომ მინსკის ხელშეკრულებები უნდა განხორციელდეს სრულად და რომ “მინსკის შეთანხმების პოლიტიკური ასპექტების შესრულების პარალელურადსაჭიროა უსაფრთხოების განმტკიცებაც”.
კიევში ვიზიტისას, გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ასევე შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პავლო კლიმკინს და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს.