გენერალური მდივნის განცხადება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის თაობაზე
რუსეთთან კონსულტაციების შემდეგ მოხდა შეთანხმება,, რომ გაიმართოს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაელჩების დონეზე. ეს შეხვედრა გაიმართება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში.
ნატო-რუსეთის საბჭო განიხილავს უკრაინის კრიზისს, ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ პროცესებს და მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების საჭიროებას. ჩვენ ასევე ვიმსჯელებთ სამხედრო ქმედებებზედა ფოკუსირებას მოვახდენთ გამჭვირვალობაზე და რისკის შემცირებაზე. ჩვენ შეხვედრაზე საუბარი შეეხებაავღანეთში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციასაც, რეგიონული ტერორისტული საფრთხეების ჩათვლით.
ეს შეხვედრა არის გაგრძელება ჩვენი პოლიტიკური დიალოგისა, რაზეც შეთანხმდნენ ნატოს წევრისახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ურთიერთობები ჩვეულრეჟიმში არ დაბრუნდება, სანამ რუსეთი პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართალს.