ნატოს გენმდივანი მიესალმება აშშ-ს განცხადებას ევროპაში ამერიკის სამხედრო ყოფნის გაზრდის შესახებ
დღეს, ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ეშ კარტერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს ევროპაში თავისი სამხედრო ყოფნის მნიშვნელოვნად გაზრდას.
მე ცალსახად მივესალმები ამ განცხადებას.
დამტკიცების შემთხვევაში, ეს საბიუჯეტო განაცხადი, 2017 წლისთვის, უზრუნველყოფს ევროპაში განლაგებული აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის დაფინანსების გაოთხმაგებას, კერძოდ 3.4 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდას.
ეს დამატებითი საბიუჯეტო ფონდი დააფინანსებს აშშ-ს საროტაციო სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობის გაზრდას და წვრთნებისა და სწავლებების ინტენსიფიკაციას. დაფინანსება ასევე უზრუნველყოფს წინმსწრებად განლაგების აქტივობების მხარდაჭერას, ომის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენასა და დამატებითი სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნას.
ხსენებული ნაბიჯი ნათლად წარმოაჩენს აშშ-ს მტკიცე განზრახვას მხარი დაუჭიროს ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცებას.
ეს იქნება დროული და მნიშვნელოვანი შენატანი ნატოს შეკავების პოტენციალისა და კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების საქმეში.
აღნიშნული ინიციატივა ტრანსატლანტიკური კავშირის სიმტკიცის ნათელ დემონსტრაციას წარმოადგენს.