ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრუსელში

ნატომ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრეს-რელიზში განაცხადა: „მოკავშირეები მიესალმნენ საქართველოს მტკიცე დემოკრატიულ რეფორმებს და კანონის უზენაესობის კუთხით მიღწეულ პროგრესს და საქართველოს ამ გზის გაგრძელებისკენ მოუწოდეს. მათ ასევე განიხილეს ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება, რომელსაც 2014 წლის უელსის სამიტზე ჩაეყარა საფუძველი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების და ნატოში წევრობის გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად.
მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ ისინი მოუთმენლად ელიან ამ პაკეტის სრულად განხორციელებას და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას“.