NATO-ს ახალი რეზოლუცია ასპირანტი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას მიესალმება
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 426-ე რეზოლუცია, რომელიც NATO-ს ღია კარისა და პარტნიორობის პოლიტიკის გზით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას ეხება, კიდევ ერთხელ გამოხატავს NATO-ს გაფართოებისა და მასში გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერას, გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები.
ასამბლეა წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს, განაგრძონ NATO-ს ასპირანტი ქვეყნებისთვის უელსის სამიტზე შეთანხმებული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მათ შორის NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მხარდაჭერა; 2016 წლის ივლისის NATO-ს ვარშავის სამიტზეც განაგრძოს უელსის სამიტის ღია კარის პოლიტიკა და გადადგას შემდგომი ნაბიჯები სხვა ასპირანტი ქვეყნების – ბოსნიია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მაკედონიის ალიანსში სრულად გაწევრიანებისთვის ვაშინგტონის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულების გათვალისწინებით.
ასამბლეა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად მიიღოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2077 რეზოლუციისა და საპარლამენტო ასამბლეის 2015 წლის ჰელსინკის დეკლარაციის იმპლემენტაცია მოახდინოს.