“სამხედრო კრიტერიუმის მხრივ საქართველო ნატოს წევრობის მოთხოვნებს პასუხობს”
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პეტრ პაველის განცხადებით, სამხედრო კრიტერიუმების მხრივ საქართველო ნატოს წევრობისთვის დადგენილ სტანდარტებს პასუხობს.
პეტრ პაველის ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“დილა ძალიან ოპტიმისტურად დაიწყო. რა ცუდია ფბ-ს ბოლდი და ფერადები რომ აქ აქვს.
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტში განაცხადა: „სამხედრო კრიტერიუმის მხრივ, საქართველო პასუხობს ნატოს წევრობისათვის დადგენილ მოთხოვნებს. “
ეს ბევრჯერ და ბევრისგან მოგვისმენია, მათ შორის მისი წინამორბედი გენერლისგანაც, ნატოს სხვა გენერლებისგან. გენერალი ჰოჯისი საქართველოში რომ იყო რამდენიმეჯერ ხაზგასმით თქვა, მაგრამ მაინც გულს უხარია ყოველ ჯერზე! ბოროტი კომენტარები იშლება”, -წერს თინა ხიდაშელი.