ლიტვის თავდაცვის მინისტრი – გერმანიისთვის ნატო-ში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც, საქართველოს მსგავსად, გაყოფილი იყო
„გერმანიისთვის ნატო-ში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც, საქართველოს მსგავსად, გაყოფილი იყო“, – ესაა ლიტვის თავდაცვის მინისტრის მთავარი გზავნილი, რომელიც ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე გაჟღერდა.
თინათინ ხიდაშელი ლიტველ კოლეგას იუზას ოლეკას დღეს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
თინათინ ხიდაშელმა კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი 2016 წლის ვარშავის სამიტის წინ საქართველოსთვის ერთიანი ევროპული მხარდაჭერის მოპოვება და გაძლიერებაა.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში, ხიდაშელი ლიტვის სეიმის სპიკერს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და ლიტვას ისტორიულად დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ და ეს ურთიერთკავშირი კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.