ბარაკ ობამა: “თუ საჭირო იქნება, ჩვენ დავიცავთ მოკავშირეებს ძალისმიერი გზით”
აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ აშშ-ს გააჩნია ძალები საკუთარი ინტერესების დასაცავად. როგორც ობამამ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თუკი დიპლომატია შედეგს ვერ გამოიღებს, აშშ დაუყოვნებლივ გამოიყენებს თავის შეიარაღებულ ძალებს ცალმხრივ რეჟიმში, თუკი დადგება ქვეყნის ან მოკავშირეთა დაცვის საკითხი.
“ჩვენ ქვეყანას ძლევამოსილი შეიარაღებული ძალები გააჩნია და არ დავაყოვნებთ ჩვენი მოკავშირეების, მეგობრების დაცვას ცალმხრივ რეჟიმში ძალის გამოყენების გზით, როდესაც ამის საჭიროება დადგება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო, 70-ე სესიის ფარგლებში, ზოგადპოლიტიკური დისკუსიები ოფიციალურად გაიხსნა.
წყარო: http://www.presa.ge/new/index.php?m=politics&AID=38148