ნატო-ს პრესსპიკერის ჰანცხადება აღმსოავლეთ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე

დისკუსიისაას მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს დაძაბული სიტუაციის დეესკალაციისა და თავშეკავების გამოჩენის მიზნით ყველა მხარის მიერ ძალისხმევის მიმართვის საჭიროებას.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ პოლიტიკური გამოსავალის მოძებნის კუთხით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთს ეკისრება. რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მიერ უკრაინის დამატებითი ტერიტორიების კონტროლის ქვეშ მოქცევა მიუღებელი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.
ეუთო-ს მონიტორებს უნდა მიეცეთ საკუთარი საქმიანობის უსაფრთხოდ და შეზღუდვების გარეშე გახორციელების საშუალება.
ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მოკავშირეებმა კვლავაც დაადასტურეს, რომ თავისუფალი და სტაბილური უკრაინა, რომელიც მიისწრაფის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისაკენ, წარმოადგენს ევროატლანტიკური არეალზე უსაფრთხოების მნიშვნელოვან განმაპირობებელ ფაქტორს.
ნატო ყურადღებით გააგრძელებს უკრაინიაში სიტუაციის განვითარების მონიტორინგს.