ნატო ახდენს ძალის დემონსტრირებას ბალტიისპირეთსა და პოლონეთში

გასულ წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთმა გაზარდა სამხედრო ყოფნა ბალტიის ზღვასა და რეგიონულ საჰაერო სივრცეში, რამაც გამოიწვია მღელვარება რეგიონში, რომელიც 25 წლის წინ რკინის ფარდის უკან იყო მოქცეული.
ნატო-ს 13 ქვეყნიდან 6 000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს წვრთნაში სახელწოდებით „მახვილის ჩაცემა“ 2015 (Saber Strike 2015), რომელიც მიმდინარეობს ესტონეთში, ლატვიაში,ლიტვასა და პოლონეთში.
“ეს არის ერთ ერთი ყველაზე დიდი მასშტაბის წვრთნები ლიტვაში, მას შემდეგ რაც შევუერთდით ნატოს“ 2004 წელს, განუცხადა ჟურნალისტებს ვილნიუსში ლიტვის სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალ-მაიორმა ალმანტას ლეიკამ.
“მოკავშირეების დიდი რადოენობის ძალების მონაწილეობა მეტყველებს რეგიონის ქვეყნების მიმართ სოლიდარობაზე”, აღნიშნა მან და დაამატა, რომ ლიტვა მასპინძლობს წვრთნების საკომანდო ცენტრს.
2004 წლიდან, მას შემდეგ რაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდნენ, ნატო იცავს ბალტიის სამი პატარა ქვეყნის საჰაერო სივრცეს, რადგან მათ არ გააჩნიათ საკუთარ საჰაერო სივრცის მონიტორინგის საშუალებები.
გასულ თვეში, ბალტიის ტრიომ ოფიციალურად სთხოვა ნატოს, რუსეთის შესაკავებლად, მათ რეგიონში რამდენიმე ათასიანი სამხედრო კონტინგენტის განთავსება.
ნატო-ს ჯერ არ უპასუხია ამ მოთხოვნაზე, განუცხადა ასოშეითედ პრესს სამხედრო სპიკერმა, ლიტველმა კაპიტანმა მინდაუგას ნეიმონტასმა.
წვრთნები, ევროპაში აშშ-ს არმიის მიერაა ორგანიზებული და 19 ივნისამდე გასტანს. წვრთნებში ჩართული აბრაჰამსის ტიპის ტანკები და B-52 ბომბდამშენებს, აღნიშნა გენერალმა ლეიკმა.წვრთნები დაიწყო მას შემდეგ, როცა რუსეთმა, გასულ კვირას, ჩაატარა მოულოდნელი საომარი თამაშები 12 000 სამხედრო მოსამსახურისა და 250 თვითმფრინავის ჩართულობით. ამავე დროს, ნატოს თვითმფრინავები შეუერთდნენ სკანდინავიურ საჰაერო ძალებს წვრთნების გასახორციელებლად სუბარქტიკულ ზონაში, შვედეთის ჩრდილოეთით.
წყარო: http://news.yahoo.com/nato-flexes-muscles-baltics-poland-112614735.html?soc_src=mail&soc_trk=ma