ნატოს 18 მოკავშირე ზრდის თავდაცვის ხარჯებს

ჩვენ ახლახანს გამოვაქვეყნეთ ალიანსის 2014 წლის თავდაცვითი ხარჯების მონაცემები და ასევე 2015 წლის სავარაუდო ხარჯებიც.
წელს ჩვენ ველოდებით რომ ალიანსის ხუთი წევრი მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2%-ს დახარჯავს თავდაცვაზე, და ესენი არიან ესტონეთი, საბერძენთი, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ.
ალიანსის 18 წევრი აპირებს თავდაცვის ხარჯების რეალურ ზრდას.
ეს ინამდვილად კარგი ახალი ამბავია, თუმცა მთლიანი სურათი ჭრელია. საერთო ჯამში, 2015 წელს ჩვენ ველით ნატოს თავდაცვის ხარჯების შემცირებას 1.5%-ით. და ეს ხდება მას შემდეგ, რაც დიდი პერიოდის განმავლობაში ისედაც სახეზე გვაქვს ამ ხარჯების, განსაკუთრებით კი ნატოს ევროპელი მოკავშირეების თავდაცვით ხარჯების შემცირების ტენდენცია.
ასე რომ, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და შევცვალოთ ეს ტენდენცია. რადგან ჩვენ წინაშე მდგარ გამოწვევათა რიცხვი იზრდება, ჩვენ ვეღარ შევძლებთ ვაკეთოთ მეტი ნაკლები ხარჯების შემცირების პირობებში.
ოთხშაბათისა და ხუთშაბათის შეხვედრებზე მინისტრებთან მე წამოვჭრი ამ თემას, რადგან ეს საკვანძო საკითხია უელსის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულებისა და ამავე დროს ნატოს ვარშავის 2016 წლის ივლისის სამიტისათვის სათანადოდ მომზადების კუთხით.