ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრმაციო ცენტრის აჭარის განახლებული ბიუროს გახსნა
19 ივნისს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრმაციო ცენტრის აჭარის განახლებული ბიურო გახსნეს. ღონისძიებას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპული საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იგორ სლობოდნიკი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი.
ბიურო აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და მათი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში აქტიურად ჩართვას შეუწყობს ხელს. საინფორმაციო ცენტრის ახალი ოფისი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშია განთავსებული.
საქართველოს მასშტაბით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოთხი რეგიონული ბიურო ფუნქციონირებს: სამეგრელოს, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში. წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კიდევ რამდენიმე ბიუროს გახსნა იგეგმება.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრომაციო ცენტრის რეგიონული ბიუროები საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ფინანასური მხარდაჭერით გაიხსნება.