სტოლტენბერგი: ნატოს უამრავი სამხილი აქვს დონბასში რუსი სამხედროების ყოფნასთან დაკავშირებით
ნატოს აქვს საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია აქვს რომლითც მტკიცდება რუსეთის ჯარების ყოფნა დონბასში, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსულ გაზეთ”ნოვაია გაზეტასთან” ინტერვიუში ორშაბათს.

“ეს მტკიცებულებები ერთიმეორეს მიყოლებით გროვდება და ზოგიერთი მათგანი ეყრდნობა ჩვენი სადაზვერვო სამსახურებიდან მოწოდებულ ინფორმაციას. უამრავი ფოტოა უკვე გამოქვეყნებული. მაგრამ თუ ხალხს არ სჯერა ჩვენი დაზვერვის, ჩვენი სიტყვების, მათ შეუძლიათ ბოლოს და ბოლოს თავად ნახონ ინფორმაცია როგორც რუსულ, ასევე უცხოურ მედიაში,” განაცხადა სტოლტენბერგმა.
“მოსკოვის პოზიცია დღეს მაგონებს იმ სიტუაციას, როცა რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა ჯარების ყირიმში გაგზავნის უარყოფას. მათ გააგზავნეს ჯარისკაცები იდენტიფიკაციის ნიშნის არმქონე ფორმებით და თქვეს, რომ არცერთი რუსი ჯარისკაცი არ იმყოფება ყირიმში. მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ანექსიის შემდეგ აღიარეს რუსეთის ჯარის პირდაპირ მონაწილეობა,” აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თანახმად, ნატოს აქვს დიდი მოცულობის, სხვადასხვა ტიპის სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს რუსეთის სამხედრო ყოფნას აღმოსავლეთ უკრაინაში.