ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ კვლავ დაუჭირა მხარი ალიანსის გაფართოებას

საკუთარ დეკლარაციაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა ნატოს შეინარჩუნოს ღია კარის პოლიტიკა ასპირანტი ქვეყნების, კერძოდ, ბოსნია და ჰერცოგოვინას, საქართველოსა და იუგოსალვიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის მიმართ, და წლის ბოლომდე გადაწყვიტოს მონტენეგროს გასაწვერიანებლად მიწვევის საკითხი.
უნგრეთის მიერ შედგენილი დეკლარაციით, რომელიც ასამბლეამ ბუდაპეშტში გამართულ ოთხდღიან საგაზაფხულო სესიაზე მიიღო, პარლამენტარებმა მოუწოდეს ასპირანტ ქვეყნებს იმუშაონ ერთობლივად დაგააორმაგონ ძალისხმევა დარჩენილი დაბრკოლებების გადასალახად.
პლენარულ სესიაზე გაკეთებულ მიმართვაში, ნატოს გენერალური მდივნის მაოდგილე ალექსანდრ ვერშბოუმაღნიშნა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა „რჩება ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიან ევროპის მისაღწევძალზედ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად”.
მან დაადასტურა, რომ მონტენეგროს კანდიდატობის საკითხი უნდა გადაწყდეს 2015 წლის ბოლოსთვის, დარომ ასპირანტი ქვეყნების მომავალი გაწევრიანების საკითხი “განიხილება თითოეულის დამსახურებების მიხედვით”.
საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა მოუწოდა ნატოს წინ წაწიოს საქართველოს ინტეგრაციის საკითხი და აღნიშნა, რომ “ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს ღია კარის პოლიტიკა არ იქცეს მბრუნავი კარის პოლიტიკად, სადაც ასპირანტი ქვეყნები გაიჩხირებიან“.