ნატოს გენერალურმა მდივანმა 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტის თარიღი გამოაცხადა
ბედნიერი ვარ გამოვაცხადო, რომ ნატოს მომავალი სამიტი ჩატარდება 2016 წლის 8-9 ივლისს ვარშავაში, პოლონეთში.
სამიტი იმართება ალიანსისთვის მეტად მნიშვნელოვან დროს, როცა აღმოსავლეთითა და სამხრეთით ხდება ევროატლანტიკური უსაფრთხოების ტექტონიკური ფილების რყევა. კოლექტიური თავდაცვის განმტკიცების მიზნით, ჩვენ ვდგამთ ცივი ომის დასრულების შემდგომი პერიოდისთვის უპრეცენდენტოდ სერიოზულ ნაბიჯებს. ვარშავაში, ჩვენ დავსახავთ კურსს უსაფრთხოების ახალ გარემოსთან ალიანსის ადაპტაციის უზრუნველსაყოფად, რომ ნატო მუდამ მზად იყოს დაიცვას მის წევრები ნებისმიერი მიმართულებიდან მომავალი ნებისმიერი საფრთხისგან.

1999 წელს ნატოში გაწევრიანებიდან მოყოლებული პოლონეთი ერთგული მოკავშირეა. ალიანსი ისტორიულმა გაფართოებამ ხელი შეუწყო ევროპის მასშტაბით დამყოფი ხაზების მოშლას. პოლონეთი მოწოდებულიათავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოკავშირეებისურთიერთსოლიდარობის გასაძლიერებლად. გულითადად მივესალმები პოლონეთის შემოთავაზებასუმასპინძლოს ჩვენს შეხვედრას და მე მჯერა, რომ 2016-ის ივლისში ჩვენ ძალზედ წარმატებული სამიტი გვექნება.