ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ
მე უკვე შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და მე კვლავ გადავეცი ნატოს მტკიცე პოზიცია ყირიმის უკანონო ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ძალიან სერიოზულ სიტიუაციაზე. მე ხაზი გავუსვი მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების მნიშვნელობას, კერძოდ ცეცხლის მთლიანად შეწყვეტის საკითხს, მძიმე ტექნიკის გაყვანას და ასევე ეუთოს მონიტორებისათვის საშუალების მიცემას გაახორციელონ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი.

მე მოვუწოდე რუსეთს გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები და შეწყვიტოს სეპარტისტებისადმი დახმარება. ასევე ვისაუბრეთ გამჭვირვალობისა და პროგნოზირებადობის მნიშვნელობაზე ჩვენი საზღვრების გასწვრივ ჩვენს მიერ სამხედრო ყოფნის გაზრდის პირობებში. ნატოსთვის მნიშვნელოვანია გააკეთოს ყველაფერი შესაძლებელი, რათა თავიდან ავიცილოთ ინციდენტები და სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვა. ამიტომ, ჩვენ ვართ ფოკუსირებულები ჩვენი წვრთნების ტრანსპარენტულობაზე და ვასაჯაროებთ ინფორმაციას წინასწარ თუ სად და როდის ვატარებთ ამ წვრთნებს.
განსაკუთრებულად მინდა გავუსვა ხაზი გამჭვირვალობისა და პროგნოზირებადობის გაზრდის საჭიროებას. შეშფოთებული ვართ რუსეთის მხრიდან დიდი რაოდენობით და უცბად დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით, რადგანაც ეს ამცირებს გამჭვირვალობას და პროგნოზირებადობას. ამიტომ, ნაუცბათევად დაგეგმილი წვრთნები, მათი რაოდენობა და მასშტაბები ამცირებს პროგნოზირებადობას და გამჭვირვალობას ჩვენი საზღვრების გასწვრივ. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ შევცვალოთ ეს სიტუაცია და როდესაც საქმე მათ სამხედრო საქმიანობას ეხება, რუსები უნდა იყვნენ მეტად ტრანსპარენტულნი.
ჩვენ ასევე შევეხეთ კომუნიკაციის ხაზების საკითხს – კომუნიკაციის სამხედრო ხაზები. მე აღვნიშნე, რომ ჩვენ ღიად გვაქვს და ვამოწმებთ სამხედრო კომუნიკაციის ხაზებს ნატოსა და რუსეთს შორის. მნიშვნელოვანია ამ კომუნიკაცის ხაზების არსებობა და ასევე ის, რომ მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ პროგნოზირებადობის გაზრდასა და გაუგებრობების თავიდან აცილებას.
ეს არის ის ძირითადი საკითხები იყო, რომლებიც ჩვენ განვიხილეთ და ნატო-ს პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ შევაჩერეთ ყველა პრაქტიკული თანამშრომლობა რუსეთთან მათი ქმედებების საპასუხოდ ყირიმსა და უკრაინაში. მაგრამ ჩვენ ვინარჩუნებთ პოლიტიკურ კონტაქტებს. მიუნხენშიც შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს და ახლა კი შევხვდი აქ და ჩვენ გვაქვს რეგულარული კონტაქტები დიპლომატიურ და პოლიტიკურ დონეზე ნატოსა და რუსეთს შორის. გმადლობთ.