ნატოს გენერალური მდივანი მიესალმება საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერებას

ნატოს ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, გასულ წელს, უელსის სამიტზე, მოკავშირეთა ლიდერებმა საქართველოს მიანიჭეს “გაუმჯობესებულიშესაძლებლობის” (“Enhanced Opportunity”) პარტნიორის სტატუსი დასაქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გასავითარებლად შეიმუშავეს “ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი”.გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს თავდაცვის რეფორმის მხარდაჭერის კუთხით ნატოელი ინსტრუქტორების მიერ გაწეულ დახმარებას, რომელიც კვლავაც გრძელდება.მან ასევე აღნიშნა, რომ 2015 წლის მეორე ნახევარში, საქართველოში შეიქმნება ნატო-საქართველოს საწვრთნელ-შეფასებითი ცენტრი, და რომ “ცენტრი გააუმჯობესებს ჩვენი ჯარების ერთად მოქმედების უზრუნველმყოფ შესაძლებლობებს“.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და გენერალურმა მდივანმა ასევე განიხილეს საქართველოს მიერ გახორციელებული ქმედებები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის თავდაცვის სექტორისგამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებისკენ. ბ-მა სტოლტენბერგმა აღნიშნა ის “მნიშვნელოვანი პროგრესი”, რასაც ქვეყანამ აქამდე მიაღწია და მოუწოდა ქართულ მხარეს გააღრმავოს დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
“საქართველო უახლოვდება ნატოს”, განაცხადა გენერალურმა მდივანმა; “ჩვენ მხად ვართ გავაგრძელოთ თქვენთან მუშაობა ამ გზაზე წინსვლისათვის.”