სემინარი: “საქართველოს ნატოში ინტეგრაცია უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე”

სემინარზე დისკუსია გაიმართა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც გახორციელდა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფების რეალიზაციის მიზნით და იმ გამოწვევებზე, რომელსაც უქმნის ამ პროცესს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები.
ეს სახალხო დიპლომატიის ტიპის ღონისძიება გახსნეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, საქართველოში რუმინეთის ელჩმა და თსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა. სემინარს ესწრებოდნენ ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მასწავლებლები, სტუდენტები და დიპლომატიური კორპუსი. ღონისძიება მიეძღვნა ნატოს დღეს, 4 აპრილს.