საფრანგეთმა პოლონეთში „ლეკლერკის“ ტიპის საბრძოლო ტანკები განალაგა

ეს ქვედანაყოფი შედგება 15 ლეკლერკის ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკისგან, ოცეულისგან რომელშიც შედის 4 ქვეითთა საბრძოლო მანქანა (VBCI 8×8) და კიდევ ერთი ოცეულისგან რომლის შემადგენლობაშია 3ქვეითთა საბრძოლო მანქანა (VAB) და დაჯავშნული საინჟინრო მანქანა (EBG).
საფრანგეთის სამხედრო ქვედანაყოფი, რომელშიც 300 ჯარისკაცი შედის, დისლოცირებულ იქნება პოლონეთში, კერძოდ დრვსკო პომორსკიეში, უკვე აპრილის ბოლოსთვის. დარჩება რა პოლონეთში 2 თვის განმავლობაში, ის მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ტაქტიკური დონის სწავლებაში პოლონეთისა და სხვა ქვეყნების სამხედრო ძალებთან ერთად (კერძოდ, აშშ და კანადის ძალებთან), მათ შორის 11-29 მაისს დაგეგმილ სწავლებაში „პუმა 15“.ეს განლაგება ხორციელდება ანგლო-პოლონური ნატოს სწავლება “შავი არწივის“ ჩატარებიდან 6 თვის თავზე,რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1,300 ბრიტანელმა ჯარისკაცმა და 100-მა ერთეულმა ჯავშანტექნიკამ, მათშორის ჩელენჯერ 2-ის ტიპის ტანკებმა და ”Warrior IFV”-ის ტიპის საბრძოლო მანქანებმა.
საფრანგეთის ოფიციალური პირების თანახმად, ფრანგული საბრძოლო დაჯგუფების განლაგება, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის პირობებში, წარმოადგენს ნატოს მიერ აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი პოლიტიკის ნაწილს.
საფრანგეთი აქტიურად აფართოებს სამხედრო ყოფნას რეგიონში მიმდინარე კრიზისის პირობებში: 2014 წლის 24 აპრილი - 1 სექტემბრის პერიოდში, ნატოს ბალტიისპირეთის საჰაერო პოლიციის მისიის ფარგლებში, საფრანგეთმა პოლონეთის მალბორკის საჰაერო ბაზაზე თავდაპირველად ოთხი რაფალეს ტიპის, შემდეგ კი ოთხი მირაჟის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი განალაგა.
საფრანგეთის სამხედრო ფლოტი ზრდის პატრულირების ინტენსივობას ბალტიის ზღვაზე. 2014 წლისნოემბერში, საფრანგეთის საზღვაო ძალებმა, გდინიაში (პოლონეთი), ბალტიის რეგიონის მეთვალყურეობის მისიის მხარდასაჭერად, განალაგა ფალკონ 50 ტიპის საზღვაო საპატრულო თვითმფრინავები. ამასთანავე, საფრანგეთის საჰაერო ძალების AWACS-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავები რეგულარულად ახორციელებენ ფრენებს პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეებში. დღეისათვის, ფრანგულმაAWACS-ებმა ამ სადაზვერვო მისიების ფარგლებში უკვე 350-ზე მეტი საათი იფრინეს, რაც საშუალოდ თვეში ერთი ფრენა გამოდის.
წყარო: http://www.janes.com/article/50833/france-deploys-leclerc-mbts-to-poland