რუმინეთის საელჩომ წვლილი შეიტანა საქართველოში ნატოს დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ჩატარებაში

4 აპრილს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიების ფარგლებში, ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატებმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა “მშვიდობის ბაღში” დარგეს ხეები. დაჯილდოების ცერემონიაზე, რუმინეთის ელჩმა წარმოთქვა სიტყვა და შეჯიბრის გამარჯვებულებს გადასცა სიმბოლური ვიდეო-საჩუქრები თემაზე: “რატომ ნატო?”. კონკურსი ჩატარდა ავღანეთში ნატოს ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბავშვებს შორის.
5 აპრილს, დებატების ეროვნული შეჯიბრების - “ნატოს გენერალური მდივნის გამოსამშვიდობებელი მიმართვა” – დასრულების შემდეგ, გაიმართა დაჯილდოების სპეციალური ცერემონია, რომელსაც ორგანიზება გაუწია ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულმა ასოციაციამ (იატა-საქართველო) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა. დებატების ფინალურ სესიაზე გამარჯვებულებს რუმინეთის საელჩოს სახელით სამი სიმბოლური საჩუქარი გადასცა რუმინეთის ელჩის მოადგილემ.