ნორვეგია ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცეში ნატო საპოლიციო მისიის ახალი ხელმძღვანელია
ნორვეგია ა.წ. 1 მაისიდან ბალტიისპირეთის ქვეყნების - ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საჰაერო სივრცეში ნატო-ს სამთვალყურეო საპოლიციო მისიის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას იღებს. მისიას ასევე შეუერთდება ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ხოლო იტალია და ბელგია გაგრძელებენ თავიანთ მონაწილეობას. 30 აპრილის გადაცემის ცერემონიაზე, რომელიც ტარდება ლიტვის სიაულიაის (Šiauliai) საჰარეო ბაზაზე ლიტვაში, იტალია ოფიციალურად გადასცემს ნორვეგია მისიის ხელმძღვანელობას.

მოკავშირეები საჰაერო პატრულირებას ოთხთვიანი როტაციით ახდენენ. აგვისტოს ბოლომდე, ბელგიის, იტალიის, ნორვეგიის და გაერთიანებული სამეფოს გამანადგურებლები გაწევენმორიგეობას. საჰაერო საპოლიციო მისიას ნორვეგია ლიტვის სიაულიაის ავიაბაზიდან ოთხი F-16 ტიპის თვითმფრინავის მეშვეობით უხელმძღვანელებს და მათ ოთხი Euro-fighter ტიპისიტალიური თვითმფრინავიც შეუერთდება. ოთხი ბრიტანული Euro-fighter ტიპის თვითმფრინავი განთავსებული იქნება ესტონეთში ამარის (Amari) ავიაბაზაზე, ხოლო ბელგია უზრუნველყოფს დახმარებას ოთხი F-16 ტიპის თვითმფრინავით, რომლებიც ბაზირებული არიან პოლონეთის მალბროკის (Malbork) აეროდრომზე. ნატო ბალტიის საჰაერო სივრცეს 2004 წლიდან იცავს, მას შემდეგ, რაც ესტონეთი, ლატვია და ლიტვია გაწევრიანდნენ ალიანსში. ეს მისია ეხმარება ნატო-ს ბალტიელ მოკავშირეებს,რომლებსაც არ გააჩნიათ გამანადგურებლის ტიპის თვითმფრინავები საკუთარი საჰაერო სივრცის დასაცავად. უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, გასულ გაზაფხულს, ნატო-ს საჰაერო საპოლიციო მისია გაძლიერდა დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავებით.
ნატო-ს ბალტიისპირეთის საჰაერო პოლიციის მისიაში მონაწილე თვითმფრინავებს ხშირად მოუხდენიათ იმ რუსული საბრძოლო და ბომბდამშენი ტიპის თვითმფრინავების გადაჭერა, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნების სიახლოვეს დაფრინავდნენ. 2014 წელს, რუსეთის საჰაერო აქტივობის პასუხად, ბალტიის საჰაერო სივრცეში ნატომ 150-ჯერ მოახდინა ალიანსის თვითმფრინავების გაგზავნა, რაც ოთხჯერ მეტია 2013 წელს ამავე მიზნით გახორცილებულ ფრენებზე.