ნატოს გენერალური მდივანი მიესალმება მონტენეგროს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე
ოთხშაბათს(15 აპრილს, 2015) ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმა მონტენერგოს არსებით რეფორმებს, განაცხადა რომ მათ “ნატოში გაწევრიანების კუთხით ნამდვილი პროგრესი” აჩვენეს. ნატოს შტაბ-ბინაში პრემიერ-მინისტრთან მილო ჯუკანოვიჩთან საუბრის შემდეგ სტოლტენბერგმა მონტენერგოს უწოდა “რეგიონალური თანამშრომლობის ჩემპიონი” და დაამატა: “თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ რომ ჩვენს ფასეულობებს იზიარებთ.” გენერალურმა მდივანმა ასევე მადლობა გადაუხადა მონტენეგროს გაწეული ფინანსური და საოპერაციო მხარდაჭერისთვის ავღანეთში ნატოს მხარდამჭერ მისიაში.
პრემიერ-მინისტრმა ჯუკანოვიჩმა ასევე მონაწილეობა მიიღო ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში, მონტენეგროს ნატოსთან ურთიერთობის ფონზე გასული სექტემბრის გადაწყვეტილების გახსნა “ინტენსიური და ფოკუსირებული საუბრები” პოდგორიჩასთან (Podgorica). სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა რომ საგარეო საქმეთა მინისტრები შეაფასებენ მონტენეგროს პროგრესს ამ წლის ბოლოს, რათა გადაწყვიტონ მოიწვიონ თუ არა ქვეყანა ნატოში გასაწევრიანებლად.
ეწოდა რა დღევანდელ შეხვედრას “მნიშვნელოვანი ნაბიჯი”, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეს იყო შანსი რათა მონტენეგროს ეჩვენებინა რომ ისეთ სფეროებში მიიწევს, როგორიცაა დაზვერვის სექტორის რეფორმა, კანონის უზენაესობა და მზარდი საზოგადოებრიცი მხარდაჭერა ნატოში გასაწევრიანებლად.
“ქვეყნებმა რომლებიც შეუერთდნენ ალიანსს შეძელეს გაეძლიერებინათ თავიანთი დემოკრატია, გაეუმჯობესებინათ თავიანთი უსაფრთხოება და მათი მოქალაქეების ცხოვრება გაეხადათ დაცული” – განაცხადა სტოლტენბერგმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა გახდა უფრო სტაბილური, რომელსაც “ნამდვილ ისტორიულ წარმატებას” უწოდებენ.
“ყველა ქვეყანას აქვს თავისი სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები” – განაცხადა გენერალურმა მდივანმა და დასძინა “ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მონტენეგრომ გააკეთა ნატოში გაწევრიანების არჩევანი.”