ნატოს ახალი სწრაფი რეაგირების ძალები პირველ წვრთნებს გადიან
ნატომ, ხუთშაბათს (9 აპრილი. 2015), ახალი სწრაფი რეაგირების ძალების პირველი სამხედრო წვრთნები დაასრულა. სამშაბათიდან (7 აპრილი, 2015) ხუთშაბათამდე 1500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღომონაწილეობა სწავლებაში “Noble Jump” (დიადი ნახტომი), რომელიც დაიგეგმა იმის შესამოწმებლად თუ რამდენად მზად არიან ნატოს ახლადშექმნილი სწრაფი რეაგირების ძალები (new Spearhead Force), ან ძალიანმაღალი მზადყოფნის გაერთიანებული ძალები (Very High Readiness Joint Task Force) ბრძანების მიღებიდან 48 საათში დანიშნულების ადგილზე გადასაადგილებლად.
შტაბბინის პერსონალმა ხორვატიდან, დანიიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, ლიტვიდან, ნორვეგიიდან,სლოვენიიდან, პოლონეთიდან და პორტუგალიიდან გამოსცადეს მათი მზაობა ნატოს განგაშის ბრძანების შესრულებასთან დაკავშირებით. ჩეხეთის რესპუბლიკასა და ნიდერლანდებში სამხედრო ძალები დააღჭურვილობა სწრაფად შეიკრიბა აეროდრომებსა და სარკინიგზო სადგურებზე და ჰქონდათ მყისიერიგამგზავრების მზაობა. მიმდინარე კვირის წვრთნებში ჩართული სამხედრო ნაწილები ასევე მიიღებენ მონაწილეობას ივნისში, პოლონეთში დაგეგმილ სხვა საცდელ წვრთნებში.
“ნატო-ს სამხედრო დაგეგმვის ექსპერტები დაუღალავად მუშაობენ, რათა გაძლიერდეს ნატოს რეაგირებისძალები და ძალიან მაღალი მზადყოფნის გაერთიანებული ძალები, და დღეს ჩვენი პროგრესიდემონსტრირებულ იქნა სწრაფი განლაგების მანევრების განხორციელებაში ალიანსის ტერიტორიის სხვადასხვა უბნებზე”, განაცხადა გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა, ნატოს უმაღლესმა სარდალმა ევროპაში. “ეს ღონისძიებები თავდაცვითია, მაგრამ ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენს ალიანსს აქვსშესაძლებლობა და სურვილი უპასუხოს უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს ჩვენი სამხრეთ და აღმოსავლეთსაზღვრებთან,” განაცხადა მან.
ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს საპასუხოდ, ნატოს ლიდერთა მიერ უელსის სამიტზეგადაწყდა, რომ შეიქმნას ახალი სწრაფი რეაგირების სამხედრო შენაერთი, რომლის საშუალებითაც უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი პასუხი ახალ გამოწვევებზე, რომლებიც წარმოიშვა ალიანსის სამხრეთ დააღმოსავლეთ საზღვრებთან. მაღალი მზადყოფნის ძალაში შევა 5 000 კაციანი სახმელეთო კონტინგენტი,დამხმარე საზღვაო, სპეციალური ოპერაციების და საჰაერო ქვედანაყოფებთან ერთად. ამ ახალი სამხედრო ძალის მოწინავე ელემენტებს შეეძლებათ გადაადგილდნენ დანიშნულების ადგილამდე 48 საათში. სწრაფი რეაგირების ძალები (Spearhead Force) ნაწილია ალიანსის უფრო დიდი სამხედრო დაჯგუფების, ნატოსრეაგირების ძალებისა, რომლის როცხოვნობაც გაიზარდა დაახლოებით 30 000 სამხედრო მოსამსახურემდე.
წყარო: http://nato.int/cps/en/natohq/news_118667.htm