კახა კუჭავა, იურისტი
რატომ ყველაზე ეფექტური თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაცია უსაფრთხოების სფეროში? იმიტომ, რომ ნატოში გაწევრიანებას ვაიგივებ არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან.
ძლიერი ოჯახი არის ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი. ეს მხოლოდ ეკონომიკურ სიძლიერეს არ ნიშნავს ჩემთვის. სტაბილურობა და უსაფრთხოების შეგრძნება ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, როდესაც ცდილობ მომავალი დაგეგმო.
მე ვირჩევ ნატოს, რადგან მინდა, რომ საქართველო სტაბილურ, ლიბერალურ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. ნატოში გაწევრიანება ნიშნავს საქართველოს წარმატებულ სვლას დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისა და განვითარების გზაზე.
ნატოს პოლიტიკა თავისუფლების უზრუნველყოფა და სახელმწიფოების საერთო მემკვიდრეობების დაცვაა. იგი არამარტო ეფექტურად ახორციელებს წევრი სახელმწიფოების დახმარებას, არამედ შეირაღებული თავდასხმის ასაცილებლად ინდივიდუალურ და კოლექტიურ უნარს ავითარებს.
საქართველოს ნატოში გაწევრიანება უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და გაზრდის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დონეს. ნატოს წევრობა იძლევა საერთაშორისო დონეზე არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც თავისთავად ჩვენი ეროვნული ინტერესების განხორციელებას შეუწყობს ხელს. ცხადია, ნატოს წევრობა ასევე პოზიტიურად აისახება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. ეს კი მემგონი ქართველების და ქართველობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მისწრაფებაა.
როდესაც ჩემი შთამომავლები მკითხავენ, თუ როგორი იყო ჩემი ხედვა და ქმედებები მათი მომავლის “ასაშენებლად”, მინდა რომ ამაყად ვუპასუხო – უსაფრთხოება და სტაბილურობა, ის რაც საშუალებას მოგვცემს საქართველოში გავაგრძელოთ მოღვაწეობა და არ ვიფიქროთ, სხვა ქვეყნებში გადახვეწაზე.