ფადი ასლი, ბიზნესმენი
ნატოს ყველაზე უკეთესად შეიძლება დახასიათდეს როგორც ცხოვრების ფილოსოფია; თუკი გჯერა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თანასწორობის, გამჭირვალობის და თავისუფლების, მაშინ შენ გჯერა ნატოსი.
ნატოს წევრ ქვეყნებს სწორედ ეს ფილოსოფია აერთიანებს; ნატო ცდილობს მოახდინოს ადამიანის განვითარებისა და ცივილიზაციისათვის მნიშვნელოვანი ამ ღირებულებების ცხოვრებაში გახორციელება.
ხალხი, რომელსაც ესმის ნატოს მნიშვნელობა, წარსულში ყველაზე მეტად დაზარალდა ჩაგვრის, უსამართლობის, დიქტატურის, კორუფციისა და სეგრეგაციისგან; შეუძლებელია კაცობრიობის არსებობა ურთიერთპატივისცმისა და ღირსების დაცვის გარეშე. ესა სწორედ ის ღირებულებებია, რომებსაც ეფუძნება ნატო.
კეთილდღეობა პირდაპირ არის დამოკიდებული დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, გამჭვირვალეობასა და თავისუფლებაზე; ნატოს წევრები მსოფლიოში სოციალურად ყველაზე მეტად განვითარებული დაწარმატებული ქვეყნები არიან. ეს უბრალო დამთხვევა არაა და იმიტომ ხდება, რომ მათ აქვთ საერთო ფილოსოფია, რომელიც ჰუმანიზმსა და ეთიკას მმართველობის საფუძვლად მიიჩნევს.