ფედერიკა მოგერინისა და იოჰანეს ჰანის პრესკონფერენცია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის თაობაზე
ფედერიკა მოგერინისა – (საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი)
იოჰანეს ჰანის – (ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე)
კითხვა: მაქვს კითხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით. ახლოვდება რიგის სამიტი და როგორ ფიქრობთ, რჩება შანსი იმისა იმისა, რომ ევროკავშირმა ამავე სამიტზე გააკეთოს განცხადება უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ და გაამარტივოს სავიზო რეჟიმი ბელორუსთან?
კომისარი ჰანი: სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს როცა განვიხილავთ, მომდევნო ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ არის შესაბამის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული შეფასება სიტუაციისა სხვადასხვა ქვეყნებში. ამჟამად, საქართველოში მიმდინარეობს მეორე ფაზის შეფასების პროცესი. ვნახოთ რა იქნება შედეგი; ვნახოთ თუ შევძლებთ პოზიტიური ანგარიშის მომზადებას ევროკომისიის სახელით. მაგრამ ეს მხოლოდ ევროკომისიის აზრია. შემდეგ ჩვენ კონსულტაცია გავიაროთ ევროპულ საბჭოსთან, მოვიკითხოთ მათი პოზიცია და გადაწყვეტილება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ასე რომ ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით; იგივე ეხება უკრაინასაც. რაც შეეხება ბელარუსს, ვნახავთ რა შეიძლება ფავაკეთოთ სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით.
ქ-ნი მოგერინი: სრულად ვიზიარებ იმას რაც კომისარმა ჰანმა თქვა. შეფასება ეფუძნება ტექნიკურ შეფასებას, მაგრამ პოლიტიკურად ეს გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ორივე დონეზე, ჯერ ევროკომისიაში და შემდეგ ევროპულ საბჭოში. დღესვე, შუადღისას, ჩვენ დავიწყებთ მსჯელობას რიგის სამიტის პერსპექტივებზე კომისართა ჯგუფთან, რომელთა მანდატშიც შედის საგარე პოლიტიკის საკითხები. პარასკევსა და შაბათს, რიგაში, ეს მსჯელობა გაგრძელდება საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზეც. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური შეფასება, შემდეგ დღის წესრიგში დგება სამიტისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკური გზავნილების ჩამოყალიბების საკითხი, რომლებიც უნდა მოვამზადოთ ყურადღებით, რადგან ეს ემთხვევა ჩვენი ისტორიის რთულ და გადამწყვეტ პერიოდს.
წყარო: http://ec.europa.eu/avservices/video/player.cfm?ref=I099840