სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ტედ უაითსაიდის ვიზიტი თბილისში

ვიზიტისას, ნატოს სამეკავშირეო ოფისში ბ-ნი უაითსაიდი შეხვდა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ნატოს შორის თანამშრომლობის სარგებლის საქართველოს მოსახლეობისადმი სწორი კომუნიკაციისა და ნატოს საქმიანობის ცნობადობის ამაღლების კუთხით ერთობლივი მუშაობის გაღრმავების საკითხები. რუსეთის მხრიდან საინფორმაციო ომის პირობებში, ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან თანმიმდევრული და სწორი კომუნიკაციის სტრატეგიის არსებობის და ამ კუთხით ნატოს მხრიდან დახმარების გაწევის საჭიროებას. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე ნატოს მიერ პოლიტიკური გზავნილების გაგზავნის მნიშვნელობაზე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის უწყებებში, მათ შორის შსს-სა და პროკურატურაში, რეფორმირების პროცესის სტიმულირებისათვის.