რატი ბახტაძე, იურისტი
რატომ ნატო? ეს კითხვა იგივეა დასვა კითხვები რატომ დემოკრატია? რატომ ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები? რატომ კანონის უზენაესობა? რატომ მშვიდობა? დარწმუნებული ვარ რომ მას შემდეგ რაც საქართველოს ყველა მოქალაქე გაიაზრებს ამას არ გაჩნდება არანაირი კითხვა თუ რატომ ნატო. ჩემთვის ნატოს აღქმა იგივე, რაც ჩემი 5 ძმა, რომლებიც მუდამ გვერდში მედგნენ, მიდგანან და დამიდგებიან. ნატოს წევრობა საქართველოს მოუტანს მუდმივ მშვიდობას და სიწყნარეს. შევძლებთ ვიფიქროთ უფრო მეტი არა საკუთარი ერის ან მიწის ბღუჯების შენარჩუნებაზე არამედ ჩვენი ტრადიციის, ჩვენი ენის, ჩვენი რწმენის გამტკიცებაზე. საქართველოს სახელმწიფო დევიზი ხომ „ძალა ერთობაშია“ – ეს სიტყვები და მისი გამოყენება საქართველოს ისტორიის ყველა ეტაპზე გამოდგომია.
ახლაც სწორედ ის დროა ღრმად ვიწამოთ ამ სიტყვების და ყველა ერთად დავდგეთ იმ აგრესიისა თუ საფრთხეების წინააღმდეგ რაც საქართველოს და არა მარტო საქართველოს უდგას. იმისთვის რომ საქართველოს სიძლიერე უფრო მტკიცე იყოს ამისთვის მას საკუთარი მეგობრებისა და ძმების დახმარება ჭირდება, ძმები რომლებიც უკვე ერთად არიან.მე უფროსის თაობისაგან განსხვავებით ვერ ვილაპარაკებ იმაზე როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში ან როგორი იყო ბნელი 90-იანები. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ 2008 წელს უკვე შეგნებული ვიყავი და მესმოდა, რომელი იყო თეთრი და რომელი შავი.
აგვისტოს ომმა ჩემ გონებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის დადგა. მე როგორც ახალგაზრდა შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს და ამის დიდი სურვილი აქვთ. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდების მონდომებით და მათი ძალისხმევით საქართველოს „ხვალ“ ვიხილავთ ნატოს სრულუფლებიან წევრად. საქართველოს მომავალი დემოკრატიაზე გადის, შესაბამისად მისი მომავალი ნატოა, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია.