პირველმა შეფასების ჯგუფმა ახლახანს დაასრულა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში.
“პირველმა შეფასების ჯგუფმა ახლახანს დაასრულა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში. შეფასების ჯგუფმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, მოინახულა ერთობლივი საწვრთნელ-შეფასებითი ცენტრის განსალაგებელი პოტენციალური ადგილები, ასევე განიხილა ცენტრის მასშტაბთან და მისიასთან დაკავშირებული საკითხები. მიღწეულია საგრძნობი პროგრესი და ცენტრის დაარსება და პაკეტის განხორციელება გეგმაზომიერად მიმდინარეობს. მოკავშირეები და საქართველო რჩებიან ამ პროცესის ერთგულები. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ექსპერტთა სხვა ჯგუფების ვიზიტებიც”. ჯეიმს აპატურაი, ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.