ნატოს გენერალური მდივანი ბრიუსელის ფორუმზე განიხილავს რუსეთთან ურთიერთობებს
პარასკევს, ბრუსელის ფორუმად წოდებულ მეათე ყოველწლიურ კონფერენციაზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს მეზობელი სახელმწიფოების დესტაბილიზაცია და პატივი სცეს საერთაშორისო წესებს. ბ-მა სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ ნატო აძლიერებს კოლექტიურ თავდაცვას და მხარს უჭერს რეგიონალურ პარტნიორებს – უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ჩათვლით.
გენერალური მდივანი მონაწილეობდა დისკუსიის პანელში, რომლის სახელწოდება იყო “ნულოვანი ჯამი? რუსეთი, ძალის პოლიტიკა და პოსტ-ცივი ომის ეპოქა”. მისი თანაპანელისტები იყვნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი; აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი; და კონსტანტინ კოსაჩოვი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. მოდერატორობას წევდა დევიდ იგნატიუსი, „ვაშინგტონ პოსტის“ ასოცირებული რედაქტორი.