ნათია გოგსაძე, ჟურნალისტი
წლების წინ , ოჯახს რომ ვქმნიდი, ჩემი მომავალი მეუღლე დაჟინებით მთხოვდა ევროპაში წავსულიყავით საცხოვრებლად. ძალიან უნდოდა დალაგებულ, ადამიანზე ორიენტირებულ სამყაროში გვეცხოვრა და იქ დაბადებულიყვენენ და გაზრდილიყვნენ ჩვენი შვილები. ( მან განათლება საფრანგეთში მიიღო. ) მაგრამ მე ჩემს ქვეყნას ვერ შეველიე… საბოლოო ჯამში ვერც ის…. იმიტომ რომ იმედი გქონდა, რომ საბჭოეთის ნგრევის შემდეგ ყველაფერი სწრაფად შეიცვლებოდა ….
მის მერე ველოდებით…
ძალიან მინდა , რომ ჩემმა შვილებმა კარგ სკოლაში იარონ, სკოლის დასრულების შემდეგ კი ევროპული დონის უმაღლესი განათლებაც საკუთარ ქვეყნაში მიიღონ, ისეთი განთლება, რომელიც მათ კონკურენტუნარიან სპეციალისტებს გახდის და რეალიზებულს საკუთარ ქვეყნაში…
მინდა ვიცხოვრო ქვეყნაში, სადაც ხალხი ყოველ 10 წელიწადში ქვეყნის მთავარ მოედანზე მთავრობის გადასაგდებად არ შეიკრიბება, სადაც არჩევნებით შეიცვლება ხელისუფლება და მთავრობას მუდამ ექნება საკუთარი ხალხისა და საზოგადოების პატივისცემა, სადაც ახალი ხელისუფლება უკვე გაკეთებულზე გააგრძელებს შენებას, ქვეყნის განვითარებას.
ყველაზე მთავარი კი თვითონ საზოგადოებაა, თითეული ჩვენთაგანი…
მინდა ვიცხოვრო ისეთ თავისუფალ საზოგადოეაში ,სადაც დანგრეულია ძველი საბჭოური სტერეოტიპები და კლიშეები, სადაც ყველა თვითონ აკეთებს არჩევნას. სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და სადაო აღარ არის დასავლური ღირებულებები….
ამ ყველაფერს ნატოსა და დასავლეთში ინტეგრაციაში ვხედავ, რადგან ნატო მხოლოდ სამხედრო ალიანსი კი არა სწორედ დემოკრატიაზე დაფუძნებული ღირებულებთა სისტემაა. არა თავს მოხვეული, არამედ ჩვენს მიერ არჩეული. …
ნატო ჩემთვის სიახლეა, გარდაქმნაა… საბჭოური ჭუჭყისგან ჩამორეცხილი, თავისუფალი სამყაროსკენ სვლის გზა !….
მინდა, რომ ჩემს შვილებს ქონდეთ უკეტესი მომავალი, მეტი გარანტია იმის, რომ დაწყნარებულ და განვიტარებულ ქვეყანაში იცხოვრებენ.
რადგანაც ნატო არის არა მხოლოდ უსაფრთხოების სისტემა, არამედ ეს არის სწორედ ღირებულებებზე დაფუძნებული ალიანსი, ის დაამკვიდრებს ქვეყანაში ნორმალურ სასამართლოს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს.