ლადო ბურდული, მუსიკოსი
თავისუფლება ნატოს გარეშე? დამარცხებული ცივილიზაციაა.
რა არის დღევანდელი ცივილიზირებული სამყაროსთვის ნატო? ნატო არის თავისუფლების გარანტი !!! და რა არის თავისუფლება ნატოს გარეშე? დამარცხებული ცივილიზაცია.
რატო მიზიდავს მე ნატო? – ის არის თავისუფალი ერების და ქვეყნების ერთობა, სადაც ყველას თავისი დაფასება და როლი აქვს, სადაც არის აზრთა მოსმენა და ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება მისი მკაცრი დებულებების დაცვის მიხედვით, რაც წარმოუდგენელია რუსული შოვინისტური დამპყრობლური მენტალიტეტისთვის.
ყველა გენიალური ჰუმანური იდეის უკან თუ არ დგას ძალა, ის განწირულია და მისი განხორციელება შეუძლებელია, რადგან სამწუხაროდ კაცობრიობის შინაარსი და ისტორია ძალაზეა შექმნილი.
ამას მე განსაკუთრებით მივხვდი ჩემს ბავშვობაში, როცა ქართულ ალქაიდას ანუ შავ სამყაროს შევეჯახე, პირველსავე დამოუკიდებელი და თავისუფალი აზრის გამოხატვისას და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა აზრი აქვს მილიონ სიტყვას, ანუ შენს სიკეთეს შენს ჰუმანურობას, კეთილშობილებას ან დიპლომატიას თუ საწინააღმდეგო ძალა არის დაუნდობელი მტერი შენი ამ ყველაფერი ფასეულობისადმი და მისი მიზანია მხოლოდ ერთი – შენი საბოლოო გადანდგურება.
ბავშვობაში რუსეთის პროპაგანდა მომართული იყო ასე, რომ ჩვენ ვართ ველური ხალხი რომლისგანაც ევროპული რუსეთი იცავს ცივილიზებულ სამყაროს და სწორედ ამ მითის დანგრევა მოხდა ჩემთვის პირადად მაშინ, როცა პირველად, 1976 წელს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მსოფლიო ბავშვთა პანსიონატში მოვხვდი რუსებთან ერთად და დავინახე როგორი ორგანული იყო ეს ევროპა ჩემთვის, გარეგნობიდან დაწყებული ხასიათამდე დამთავრებული და როგორი ამოვარდნილი იყო ამ ევროპული ფასეულობებისგან რუსი ბავშვები თავის გარეგნობით თუ ჩრდილოურ – აღმოსავლური ხასიათით და როგორ შევძელი მე უფრო დიდი კომუნიკაციის დამყარება და სიმპატია ევროპელ თანატოლებთან და როგორი გარიყულნი და გაუგებარი ფენომენი იყვნენ რუსი ბავშვები მათთვის, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი აღმოჩენა, რომ ევროპა სწორედ ჩვენ ვართ და მისი ძირძველი აკვანი.
საქართველო თავის მრავალფეროვანი ეთნოსით. სადაც მეგრელი განსხვავდება კახელისგან ენით, მენტალიტეტით, ისტორიით, ჩაცმულობით, კულტურით, საკვებით, ქართლელი-სვანისგან, აჭარელი-მთიულისგან და ა.შ. რასაც ყველაფერს დაერქვა მრავალ ეთნოსთა ერთობა საქართველო, რომელიც პირველი მაკეტია სხვადასხვა ეთნოსების ერთობის და თავდაცვის, რა იდეაზედაც ერთ დროს შეიქმნა ამერიკის იდეა და დღეს უკვე ევროკავშირიც. სწორედ ამ ტოლერანტული ერთობის იდეალური საყრდენია ჩვენისთანა პატარა ერთობისთვის, სახელად საქართველო, მრავალეროვანი, თავისუფალი პოლიტიკური და სამხედრო ერთობა – სახელად ნატო