ონლაინ კითხვა-პასუხის სესია ჯეიმს აპატურაისთან 2015 წლის 30 მარტი | Online Question and Answer Session with James Appathurai March 30, 2015

ჯეიმს აპატურაი (ნატოს სპეციალური წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში)
James Appathurai (NATO Special Representative for the Caucasus and Central Asia)
ინტერვიუ
დავითი თბილისიდან (ჟურნალისტი)
კითხვა: როგორ შეაფასებდით უელსის სამიტზე დამტკიცებული, საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტის განხორციელების ტემპს?
ჯეიმს აპატურაი: ტემპი ძალიან კარგია. ჩვენი ექსპერტები ეხმარებიან ქართველ სპეციალისტებს ერთობლივი სასწავლო ცენტრის დაარსებაში. ჩვენ შევარჩიეთ ძირითადი გუნდის წევრები, რომლებიც მალე ჩამოვლენ თქვენთან და ზაფხულში უკვე გვექნება ერთობლივი სწავლება. უკვე მიმდინარეობს ნატოს სამეკავშირეო ოფისის გაფართოება. ნატო ყოველთვის სწრაფად ვერ ახდენს იმპლემენტაციას, მაგრამ ამ შემთხვევაში ნატო ნამდვილად სწრაფად და მიზანმიმართულად მოქმედებს, ისევე როგორც საქართველოს მთავრობა.
ერეკლე როსებაშვილი თელავიდან (საერთაშორისო ურთიერთობები)
კითხვა: რას უნდა ელოდოს საქართველო 2016 წელს ნატოს მომავალ სამიტზე? თუ არის ცნობილი, ან თუ მიმდინარეობს დისკუსია, რას შეთავაზებს ნატო საქართველოს მომავალ წელს?
ჯეიმს აპატურაი: სიმართლე რომ გითხრათ ჯერ ნამდვილად არ ვიცი. დარწმუნებული ვარ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, როგორც ეს გაწერილია ბუქარესტისა და შემდგომ გადაწყვეტილებებში; ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ მადლობას გადავუხდით საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის; ჩვენ შევაფასებთ არსებითი პაკეტის განხორციელებას, და შევხედავთ რა კუთხით შეიძლება მისი გაფართოება. ამას გარდა – კონკრეტულად გაწევრიანების დინამიკას რაც შეეხება – მოკავშირეებს ჯერ არ დაუწყიათ განხილვა, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალ ზაფხულს ვარშავაში.
მიხეილ გაფრინდაშვილი თბილისიდან (პროგრამისტი):
კითხვა: რა გზავნილს გაუგზავნიდით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს?
ჯეიმს აპატურაი: მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული იმ ხალხთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა, რომელიც ცხოვრობს ამ ორ ტერიტორიაზე. ჩვენი გზავნილი მათ და ყველას მიმართ არის მკაფიო და მარტივი: ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში; რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები; და ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველა ძალისხმევას – ჟენევის მოლაპარაკებებიდან დაწყებული, ადამიანებს შორის კონტაქტებით დამთავრებული – რათა ბოლო მოეღოს ამ სიტუაციას.
გვანცა გიორგობიანი, რადიო “იმედი” (ჟურნალისტი)
კთხვა: საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმოამდგენლის განცხადებები თუ ახდენენ გავლენას ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე? IRI-ის უკანასკნელი კვლევებით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ინტეგრაციის პროცესს.
ჯეიმს აპატურაი: ნება მიბოძეთ გითხრათ – ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არსებული ძალიან ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, გამოხატული ყველა მთავრობების და მით უმეტეს უბრალო ხალხის მიერ, არის საქართველოს დიდი წარმატება, რომელიც ძალზედ უწყობს ხელს საქართველოს ალიანსთან დაახლოებას. ყველა ნატოს წევრი ქვეყანა პატივი სცემს ქართველი ხალხის ურყევ ნებას გახდეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ოჯახის ნაწილი, მიუხედავად საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან უზარმაზარი ზეწოლისა. მე ვფიქრობ, ეს ძალზედ უწყობს ხელს მოკავშირეებს, რომ გააკეთონ ყველაფერი საქართველოს მხარდასაჭერად რეფორმების გატარების პროცესში, რაც დაეხმარება საქართველოს გაწევრიანებისთვის მომზადებაში.
ირაკლი დგებუაძე, თბილისი
კითხვა: პრეზიდენტმა ობამამ თავის ნაციონალური მასშტაბის მიმართვაში ნატოსა და რუსეთის მეზობელი ქვეყნები მოიხსენია როგორც “ფრონტისპირა ქვეყნები”, რომლებიც თავდაცვის შესაძლებლობები საჭიროებს შემდგომ გაძლიერებას. საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა არის ფრონტის წინა ხაზზე და რუსეთის მხრიდან იგივე საფრთხეების წინაშე დგას. როგორ უნდა დაიცვას თავი საქართველომ სანამ ნატოში გაწევრიანდება?
ჯეიმს აპატურაი: ჩვენ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ საქართველოსნაირი ქვეყნები, ასევე უკრაინა და მოლდოვა განიცდიან რუსეთისგან ძლიერ ზეწოლას მათი პოლიტიკური კურსის შეცვლასთან დაკავშირებით და მოსკოვის ორბიტასთან დასაახლოებად. ჩვენ ნატოში ასევე გვჯერა, რომ სამივე ქვეყანა იმსახურებს უფრო მეტ მხარდაჭერას განავითაროს თავიანთი თავდაცვითი შესაძლებლობები. მე ვიტყვი რომ ამ სამიდან, საქართველო ნატოსგან იღებს გაცილებით მეტ მხარდაჭერას თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის და მაქსიმალურად იყენებს ამას. ჩვენ ვქმნით ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს საქართველოში, ასევე თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის სკოლას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვამაგრებთ ექსპერტებს ჯგუფს, და წელს საქართველოში ჩვენ გავმართავთ ნატოს წვრთნებს, რომლებიც ღიაა პარტნიორებისთვის. არსებითად, იქნება უფრო მეტი ნატო საქართველოში, ორივე თვალსაზრისით – ხილვადობისა და კონკრეტული დახმარების კუთხით. თუ ცალკეული ქვეყნები გადაწყვეტენ საქართველოს შესთავაზონ ორმხრივი მხარდაჭერა აღჭურვილობისა თუ წვრთნების თვალსაზრისით, ეს მხოლოდ წაადგება ნატოს ძალისხმევას.
შოთა შანავა, ზუგდიდიდან (ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი)
კითხვა: არცთუ დიდი ხნის წინ შავ ზღვაზე ნატო-ს სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნები ჩატარდა, რომელიც იყო გარკვეული ნიშანი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმისა. ამან ხალხს მისცა იმედი და გაუჩინა უსაფრთხოების გრძნობა. ჩატარდება მსგავსი წვრთნები რეგულარულად მომავალში?
ჯეიმს აპატურაი: მოკლე პასუხი არის დიახ. ერთ-ერთი მაგალითია იქნება ნატო-ს სწავლება, რომელიც ღია პარტნიორი ქვეყნებისთვისაც, და რომელიც გაიმართება საქართველოში ამ ზაფხულს. ის აშკარად არ შეუქმნის საფრთხეს სხვა სახელმწიფოებს, მაგრამ ის ასევე ნათლად წარმოაჩენს ჩვენი თანამშრომლობის სიღრმეს.
შუჯაზ აჰმედი, თბილისი (სტუდენტი)
კითხვა: პატივცემულო ბატონო,,,,,
რატომ არის, რომ ასეთი დიდი მსოფლიო ორგანიზაცია, როგორიცაა ნატო, ვერ აკონტროლებს რუსულ აგრესიას და რატომ ამბობს ხალხი და მედია, რომ რუსებს სურთ გააკონტროლეონ კავკასია, პასუხად კი ნატო მხოლოდ გმობს რუსეთის თავდასხმებს და არ ახორციელებს კონკრეტულ ქმედებებს, რადგან საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყანა არ არის ალიანსის წევრი და ვერ ხვდება მის საფარქვეშ? თუ ნატო მხოლოდ ალიანსის ქვეყნებს იცავს, მაშინ რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა და დაიღუპონ ქართველი ჯარისკაცები ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში ავღანეთსა თუ სხვაგან?
ჯეიმს აპატურაი: მართალია, ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ ალიანსის წევრებზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო არ ეხმარება პარტნიორებს და არ უწყობს მათ ხელს რუსეთის ზეწოლის ნეიტრალიზაციაში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ყველა ევროპულ დემოკრატიას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი პოლიტიკური ორიენტაცია და აფილირდეს რომელ ორგანიზაციასთანაც სურთ – ეს არის პრინციპები, რომლებიც ჩადებულია ჰელსინკის დასკვნით აქტში, და რომელსაც სხვათა შორის მოსკოვმაც მოაწერა ხელი. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ არსებით პაკეტს; სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით პროექტების 5 კალათა უკრაინისთვის დასახმარებლად; და ამიტომ ვიწყებთ მოლდოვას თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის პროექტს.
Q: How would you evaluate the pace of implementation of substantial package of cooperation with Georgia, approved at the Wales summit?
A: The pace is very good. Our experts have been to help set up the Joint Training Centre, we have identified the members of the Core Team who will soon be in country, we will have an exercise together in Georgia this summer, and the Liaison Office is being beefed up as we speak. NATO doesn’t always do things quickly, but in this case we have! And the Georgian government has been just as fast and just as committed.
Q: Mr. James Appathurai,
What Georgia must expect from the next NATO Summit in 2016? If it is known, or under discussion, what will offer NATO to Georgia next year?
A: Honestly, I don’t yet know. I’m sure we will reiterate that Georgia will become a NATO member, as set out in Bucharest and subsequent decisions; I have no doubt we will thank Georgia for its substantial contribution to international security; and I know we will assess the implementation of the Substantial Package, and see where we can boost it even more. Beyond that — and specifically with regards to the membership track — the Allies haven’t even begun to discuss what might happen at Warsaw next summer.
Q: What would be the message you would like to send to the Georgian citizens living on Russian occupied territories of Georgia?
A: Actually, I think it is up to the Georgian government and people to communicate to those living in the two territories. Our message, to them and to all, is clear and simple: we recognize Georgia within its internationally recognized borders; Russia should withdraw its troops; and we encourage all efforts — from the talks in Geneva, to people-to-people contacts — to help being an end to this situation.
Q: Does the statements of Georgian governments few representatives have effect on Georgias integration in NATO? While according to last research of IRI majority of Georgian population supports integration process.
A: Let me put it this way — the very strong public support for NATO membership, by all governments but most importantly by ordinary people, is a huge part of the success Georgia is having in moving closer to the Alliance. All NATO member states respect the strong commitment of the Georgian people to become part of the European and Euro-Atlantic family, despite the huge pressure you are under from Russia to change course. I think that that plays a large part in encouraging the Allies to do what they can to support Georgia in its reforms, which help Georgia prepare for membership.
Q: President Obama in his State of The Union Address referred to NATO Russia neighboring countries as the “frontline countries” whose defense capabilities needs further reinforcement. Georgia as the NATO aspirant country is at the frontline as well facing the same threats from Russia. How Georgia should defend itself before joining NATO?
A: We share the view that countries like Georgia, but also Ukraine and Moldova, are facing strong pressure from Russia to change their political course and come more into Moscow’s orbit. And we also believe in NATO that all three countries deserve more support to develop their defence capacities. I would say that of the three, Georgia is receiving by far the most defence capacity building support from NATO, and, I would add, making the most of it. We are creating a Joint Training Centre in Georgia, as well as a Defence Capacity Building School, embedding experts in the Georgian Defence Ministry, and we will hold a NATO exercise open to partners in Georgia this year. In essence, there will be more NATO in Georgia, both in terms of visibility and concrete support. If individual countries decide to offer bilateral support to Georgia, in terms of equipment or training, that will only complement the NATO effort.
Q: NATO naval forces held a training on the Back Sea not long ago, which was a certain sign against Russian aggression. This gave people hope and feeling of security. Will similar trainings be conducted periodically in the future?
A: The brief answer is yes. And one example will be a NATO exercise, open to partners, to be held in Georgia this summer. It will clearly pose a threat to no other state, but it will just as clearly illustrate the depth of our cooperation.
Q: respected sir,,,,
why is that such a big world organisation like NATO is not able to control russian aggression and why do people and media say that the russians want to control the caucasus and NATO will just condemn the russian attacks where as not take action because the state affected does not come under NATO alliance or shield?Will NATO protect only its alliance state then why do georgian soldiers need to die and work in NATO led forces in afghanistan or elsewere.?
A: It is true that the Article 5 commitment in NATO’s Treaty, to defend all Allies, applies only to member states. But that doesn’t mean that NATO doesn’t help our partners, also, to resist Russian pressure. We firmly believe that all European democracies have the right to choose their own political orientation and affiliations — that is what is enshrined in the Helsinki Final Act, to which Moscow has signed up, by the way. That is why we put in place the Substantial Package for Georgia; it is why we have put in place 5 baskets of projects to help Ukraine; and why we will set up a Defence Capacity Building project to help Moldova.