ზაზა კაციტაძე, ექიმი
რატომ ნატო? პასუხი ერთი მხრივ მარტივია, მინდა რომ მშვიდობიანად და წყნარად ვიცხოვრო, ვიმუშავო, ვაკეთო ჩემი საქმე. ნატო, ევრაზიული კავშირისგან განსხვავებით რომელიც მხოლოდ მონობას მოიხოვს, ითვალისწინებს ქვეყნის განვითარებას, მჭიდრო ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებთან, დემოკრატიის განვითარებას. ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკა ნაკლებად იქნება დამოკიდებული გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის გადაწყვეტილებაზე. ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ისმის რატომ იღებენ ჩვენი სამხედროები სხადასხვა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას, რატომ ვიღებთ ხანდახან ასეთ მსხვერპლს. საინტერესო იქნება თუ არსებობს სტატისტიკა თუ რამდენი ქართველი იღუპებოდა ან სახიჩრდებოდა საბჭოთა ჯარში სამსახურის დროს ყოველწლიურად. დარწმუნებული ვარ გაცილებით მეტი იქნება. მაშინ ვის ვიცავდით? ან რას ითვალისწინებდა ე.წ. “ვალის” მოხდა?
საქართველომ ერთხელ უკვე გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, სადამდე მიგვიყვანა ამ მდგომარეობამ ყველამ კარგად ვიცით. “თბილისის თავზე ფრიალებს წითელი დროშა” აღნიშნული საფრთხე დღევადნდელ დღეს საკმაოდ მძაფრად დგას. რა მნიშვნელობა აქვს რა ფერის დროშა აფრიალდება რუსეთის მიერ, წითელი თუ სამფეროვანი, ნამგალი და ურო თუ ორთავა არწივი, არსი ერთია, კვლავ მონობა, კვლავ იმის შეგრძნება, რომ ვიღაცას მხოლოდ ტაკიმასხარად უნდიხარ, რა კარგად მღერი, სვამ ბევრს, იძახი სადღერგძელოებს. მინდა რომ ჩემი ქვეყანა დაფასებული იყოს არა მარტო ამით. არამედ იმ მიღწევებით რომლებიც მრავლად გვაქვს. ამიტომ მინდა ნატო. ეს არ არის მხოლოდ სამხედრო კავშირი, ეს გაცილებით მეტია