ქეთი დევდარიანი, სცენარისტი
ნატო – დაფასებული ადამიანი
ნატო ჩემთვის არის მშვიდობის გარანტი. ნატოში გაწევრიანება ნიშნავს არა ენერგიის ხარჯვას მუდმივ ომებში, არამედ მონაწილეობას ცივილიზაციის განვითარებაში. ნატო არის დაცულობა, სიმშვიდე, სტაბილურობა, დაფასებული შრომა და დაფასებული ადამიანი.
მე მინდა ვიყო თავისუფალი სამყაროს ნაწილი. მინდა ჩემი ქვეყანა იყოს თავისუფალი სამყაროს ნაწილი. კი არ წავიდე და გავუშვა ჩემი შვილი ამ ქვეყნიდან ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანაში, არამედ ნატო მოვიდეს ჩემს ქვეყანაში, როგორც ჩემი და ჩემი ქვეყნის თავისუფლების დამცველი.