ეთერ ჭკადუა, მხატვარი
ამერიკაში გადავსახლდი 1988 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის ნგრევა საწყის ეტაპზე იყო. ჩემი ახალი ამხანაგებისგან ხშირად მესმოდა საუბარი კომუნიზმის და საბჭოთა საფრთხეზე.
თავიდან უცნაური და წარმოუდგენელი იყო ასეთი ძლიერი და განვითარებული ქვეყნის მოქალაქეებს შეშინებოდათ იმ ქვეყნის, რომელშიც მე მშვიდი ბავშვბა გავატარე და რომელიც ნაცრისფერი, უბადრუკი და საცოდავი ჩანდა დასავლეთის პერსპექტივიდან.
თუმცა ამერიკაში ცხოვრების დროს ჩემთვისაც გასაგები გახდა ჩემი ამერიკელი მეგობრების ეს განცდა – საბჭოთა კავშირი ძალიან ჰგავდა უაზრო, სიურეალურ, ფსევდოფასეულობებზე დაფუძლებულ იდეოლოგიზირებულ სექტას, რომელსაც არ გააჩნდა არანაირი მორალური მუხრუჭები სასტიკი ძალის გამოყენებისა როგორც თავის მოქალაქეების წინააღმდეგ, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
ამ პრესპექტივიდან ჩემთვის ნათელი გახდა ნატოს კოალიციის შექმნის აუცილებლობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ – ევროპის, და განსაკუთრებით მისი პატარა ქვეყნების დაცვა კომუნისტური იდეოლოოგისა და საბჭოთა კავშირის “გაფართოებისგან”.
სწორედ ამ საბჭოთა “გაფართოების” შეზღუდვამ გადაარჩინა თავისუფალი ევროპა ჩაობებულ იდეების, ნაცრისფრი ქუჩებისა და შენობების უსახურ მასად გადაქცევისაგან. მეორე, საბჭოეთის მიერ ოკუპირებული ევროპა, ამ ბედს ვერ გაექცა. ძალადობაზე და იდეოლოგიაზე დაფუძნებული კომუნისტური სისტემის დანგრევა გარდაუვალი იყო. თუმცა ამას 70 წელი დასჭირდა. სამწუხაროდ ამ კომუნისტურმა სექტამ ათეული მილიონობით უნდაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მიუხედავად საბჭოთა კავშირის დანგრევისა, თავისუფალი სამყაროს წინაშე მისი ნარჩენის – რუსეთის შეზღუდვა დღესაც აქტუალურია – რუსეთი აგრესიით ცდილობს ისტორიული პროცესის შებრუნებას. ეს დაუშვებელია.
მე მინდა რომ ჩემს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და თავისუფლება, მე მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ადამიანებს ჰქონდეთ ბედნიერი და შინაარსიანი ცხოვრება. ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის გათვალისწინებით ამის აუცილებელი პირობა კი ნატოს წევრობაა. ამიტომ მე ჩემს არჩევანს ვაკეთებ ნატოს თავისუფლების სასარგებლოდ.