ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადება უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე
გასული კვირიდან ევროკავშირის ყველა ძალისხმევა მიმართული იყო მინსკი II შეთანხმების ასამუშავებლად, მიუხედავად რუსეთის სამხედრო მხარდაჭერით ზურგგამაგრებული სეპარატისტების მიერ გახორციელებული დაუნდობელი თავდასხმებისა დებალცევოსა და სხვა რეგიონებზე.
ჩვენ უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი, დღეს, ცეცსლის შეწყვეტის შეთანხმებიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ სახეზეა მისი დარღვევის 300-ზე მეტი შემთხვევა. ხალხი კვლავ იღუპება. ჩვენ აშკარად ვუახლოვდებით და მალე მივაღწევთ მომენტს, როცა შემდგომ დიპლომატიურ მცდელობებს აზრი ეკარგება თუ ისინი არ იქნა გამყარებული შესაბამისი მოქმედებებით.
ამ მიზნით, შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით კონსულტაციებს ვაწარმოებ ევროკავშირის ლიდერებთან. ეს ნაბიჯები მიმართული იქნება აღმოსავლეთ უკრაინაში აგრესიის საფასურის გაზრდისაკენ, ისევე როგორც დესკალაციის ისეთი სხვა მცდელობები, როგორიცაა უკრაინის პრეზიდენტის წინადადება, თუ როგორ შეიძლება შეიტანოს წვლილი ევროკავშირმა ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის გაუმჯობესებაში. მხოლოდ სიტყვებს, რომელსაც თან სდევს საქმენი შეუძლიათ საბოლოოდ მოგვცეს კონფლიქტის მოგვარების რეალური იმედი.
კვირას მივემგზავრები კიევში, რათა ამ რთულ დროს გამოვხატო ჩემი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.
წყარო: http://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2015/02/150220-statement-tusk-ukraine/