კონფერენცია „უსაფრთხოების დაგეგმვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩო”
დემოკრატიული მმართველობა
საქართველოში (G3) პროგრამა
პროექტ “საქართველოს უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვის“ ფარგლებში 19 ნოემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ გამართა კონფერენცია „უსაფრთხოების დაგეგმვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩო”, სადაც წარმოდგენილ იქნა პროექტის ფარგლებში შესრულებული პირველადი ანგარიში ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის თაობაზე. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით.