შეხვედრა ბ-ნ დონალდ რამსფელდთან – აშშ-ს თავდაცვის ყოფილი მდივანი
ევრო-ატლანტიკური და რეგიონალური უსაფრთხოების, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციის პოლიტიკის საკითხები და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივები იქნა განხილული ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილ მდივანთან ბ-ნ დონალდ რამსფელდთან შეხვედრაზე – „Conversation with Donald Rumsfeld“.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით 2012 წლის 21 ივნისს მრგვალი მაგიდის ფორმატში სასტუმრო „ქორთიად მერიოტში“.
ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავჯდომარე ბ-ნივასილ სიხარულიძე.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.