მრგვალი მაგიდა ეროვნული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე
2012 წლის 1 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ინიციატივითა და ევროპის სახლსა და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრთან (CSIS) პარტნიორობით, გაიმართა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. მიეძღვნა რა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის თემატიკას, აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა პირველს იმ სამი მრგვალი მაგიდისაგან, რომელთა ჩატარებაც დაგეგმილია აშშ-საქართველოს ფორუმის პროექტის ფარგლებში.
მრგვალი მაგიდის ძირითადი მიზანი იყო უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროს მნიშვნელოვანი, პრობლემატური საკითხების იდენტიფიკაცია, მათ გადასაჭრელად ადეკვატური მიდგომების წამოყენება და განხილვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.